ქუქი–ფაილები და კონფიდენციალურობის დაცვის წესები

აარბურგის ჰოლდინგი ფრანკე და მისი შვილობილი კომპანიები (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „FRANKE“, „Company“ ან „ჩვენ") მიზანმიმართული არიან მყარად დაიცვან თქვენი კონფიდენციალურობა. FRANKE აფასებს თქვენს დაინტერესებას ჩვენი პროდუქტებით და ჩვენი საიტით. თქვენი კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვსურს, რომ ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისას თავს კომფორტულად გრძნობდეთ. თქვენი ვიზიტების დროს შეგორვილ პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ვამუშავებთ სამართლებრივი დებულებების თანახმად. კონფიდენციალურობის შესახებ ამ დებულებით („კონფიდენციალურობის პოლიტიკა”), ჩვენ გვსურს გაგაცნოთ ჩვენი უსაფრთხოების ზომები.

1. მაკონტროლებელი

მაკონტროლებელი მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების („GDPR”) ან ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის მნიშვნელობით, წარმოადგენს ვებგვერდის ლოგოზე აღნიშნულ შესაბამის ფრანკეს კომპანიას.

2. პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან; იდენტიფიცირებადი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც შეიძლება იდენტიფიცირდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, ისეთი იდენტიფიკატორების საშუალებით, როგორიცაა სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობის მონაცემები, ონლაინ იდენტიფიკატორი ან ერთი ან მეტი მახასიათებელი, რომელიც გამოხატავს ამ ფიზიკური პირის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ, გენეტიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ ან სოციალურ იდენტობას. ეს მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, თქვენი მისამართი და ელ–ფოსტის მისამართი, თქვენი ტელეფონის ნომერი ან დაბადების თარიღი. პერსონალური მონაცემები შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ფორმით (მაგ., ქაღალდზე, ელექტრონულად, ვიდეო, აუდიო სახით). FRANKE მზად არის მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დარწმუნდეს ჩვენ მიერ დამუშავებული ყველა პერსონალური ინფორმაცია მუშავდება პატიოსნად და კანონის ფარგლებში. ჩვენი თითოეული თანამშრომელი, მონაცემთა დამმუშავებელი და მესამე პირთათვის მომსახურების შემთავაზებლები, რომელთაც აქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, ვალდებული არიან დაიცვან პერსონალური მონაცემთა კონფიდენციალურობა და დაიცვან მოცემული კონფიდენციალობის პოლიტიკა. პირად მონაცემებს ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ მაშინ, როცა თავად გვაწვდით მათ, რეგისტრაციის გზით, ელ. ფოსტით ან ფორმების შევსებისას, პროდუქტების ან მომსახურების შეკვეთის ფარგლებში, პროდუქტების შეკვეთისას მათ თაობაზე განხორციელებული შეკითხვებით ან მოთხოვნებისას ან მსგავს შემთხვევებში, როცა თავად ირჩევთ წარმოგვიდგინოთ ეს ინფორმაცია.

მონაცემთა ბაზები და მათი შიგთავსი ინახება FRANKE-ში ან ჩვენი სახელით მოქმედ მონაცემთა დამმუშავებელ პირებთან და სერვერებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენ წინაშე.

ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენ მიერ გადმოცემულ პერსონალურ მონაცემებზე. ზოგი მონაცემები შეიძლება შეინახონ და დამუშავდეს სხვა იურისდიქციას დაქვემდებარებულ კომპიუტერებშიც, მაგ. აშშ-ში, რომლის მონაცემთა დამცავი კანონმდებლობაც შეიძლება განსხვავებული იყოს იმ იურისდიქციისაგან, რომელსაც თქვენ ექვემდებარებით. მსგავს შემთხვევებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში მიღებულია შესაბამისი ზომები მონაცემთა დასაცავად მათი დამუშავებისას, რათა შევინარჩუნოთ თქვენი მონაცემების დაცულობა იმ ფორმით, როგორც უზრუნველყოფილია იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

3. პერსონალურ მონცემთა შეგროვება და დამუშავება - სამართლებრივი საფუძველი

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით პირადი მონაცემების გასაჯაროების გარეშე. თქვენ არ მოგეთხოვებათ მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია, როგორც ამ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვითხოვთ თქვენთვის მომსახურების გაწევისას ან პროდუქტის მოწოდებისას ან თქვენი მოთხოვნით საიტთან ურთიერთობისას. ქვევით მითითებულია როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენს პირად მონაცემებს:

a)    მონაცემები ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობისას

როცა იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს იმ მიზნით, რომ შეძლოთ კომუნიკაცია დაამყაროთ ჩვენს ვებ-გვერდთან ან უსაფრთხოების მიზნით, მაგალითად არასანქცირებული წვდომის ან ხარვეზების თავიდან ასაცილებლად ან შემოწმების დროს. მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ, შეიძლება შეიცავდნენ თქვენი ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლის სახელს, ვებ-გვერდის მისამართს, რომელიც ჩვენს საიტთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ, თქვენი ვიზიტის დროსა და თარიღს, ვებ-გვერდებს, რომლებსაც ეწვიეთ ჩვენი საიტიდან და თქვენს IP-მისამართს. აღნიშნული პროცესები აუცილებელია, რათა გაგიწიოთ მომსახურება ან ემყარება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს შეტყობინებების დამუშვებაში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ასევე შედის თქვენს ინტერესებშიც, ვინაიდან მსგავსი კომუნიკაციის გარეშე ვებ-გვერდი ვერ ჩაიტვირთება. ამ მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ უარი ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზის მიუთითებლად, ყოველგვარი სამომავლო გავლენის გარეშე. თუმცა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ თქვენ მიერ ვებ-გვერდისთვის პროტესტის გამოცხადების შემდეგაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ვებ-გვერდის ინდივიდუალურ მომხმარებელთა და ზოგადად ტექნიკური საჭიროებების მიზეზით შეუძლებელია პროცესის შეჩერება. ამგვარად, დამუშავების პროცესში არსებობს მყარი საფუძველიც, რომელმაც შეიძლება გადაწონოს თქვენი ინტერესები, უფლებები და თავისუფლებები. თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ნახსენები პროცესი, მაშინ უბრალოდ თავი შეიკავეთ ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობისგან. სეანსის შემდეგ, მსგავსი მონაცემები წაიშლება, თუ უსაფრთხოებით გათვალისწინებული ინციდენტი არ საჭიროებს დოკუმენტაციის უფრო ხანგრძლივად შენახვას შესწავლის მიზნით.

b)    მონაცემები კლიენტის ანგარიშის შესაქმნელად

თუ ჩვენს ვებ-გვერდზე გახსენით მომხმარებლის ანგარიში, თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (მაგ. სახელი, მისამართი, ელ. მისამართი, ტელეფონი, სათაური და წვდომის მონაცემები) ინახება და მუშავდება FRANKE-ს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაში. ეს მონაცემები მუშავდება ხელშეკრულების ან წინასახელშეკრულებო ზომების შესრულებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ მომხმარებლის ანგარიში ნებისმიერ დროს და/ან განაცხადოთ უარი თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვაზე და გამოყენებაზე ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე დაბლა მოცემულ საკონტაქტო მისამართზე შეტყობინებით, რაც არ მოახდენს გავლენას მომავალში. დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მომხმარებლის პროფილის დეაქტივაციის შემთხვევაში ჩვენ ასევე წავშლით თქვენი მომხმარებლის ანგარიშს.

c)    თქვენი საკონტაქტო მონაცემები საკონტაქტო ფორმის მეშვეობით ან ელ. ფოსტით

თუ თქვენ მოგვმართეთ ჩვენ (მაგ.საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან ელ. ფოსტით), თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელსაც მოგვაწვდით საკონტაქტო ფორმის დახმარებით, შეინახება და დამუშავდება FRANKE-ს მიერ000. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი საკონტაქტო ფორმიდან თუ რომელი მონაცემები უნდა მიუთითოთ საკონტაქტო ფორმაში. აღნიშნული მონაცემები ინახება და გამოიყენება მხოლოდ თქვენს მოთხოვნაზე საპასუხოდ და/ან კონტაქტის დასამყარებლად და მასთან დაკავშირებული ტექნიკური ადმინისტრირებისთვის. ამ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს ხელშეკრულების ან წინასახელშეკრულებო ზომების შესასრულებლად ან თუ მათი დამუშავება წარმოადგენს ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს, თქვენი ინტერესების დარღვევის გარეშე, ვინაიდან ამ მოთხოვნათა დამუშავება საერთო ინტერესებში შედის.

მას შემდეგ, რაც დასრულდება მოთხოვნის დამუშავება, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაწარმოებთ მიმოწერას, თუ არსებობს კანონით დადგენილი იურიდიული შემაჩერებელი პერიოდები ან შემზღუდველი დებულებები ან დამატებით შენახვის ვალდებულება დადასტურებისთვის, შესრულებისთვის ან იურიდიული მოთხოვნების დასაცავად.

d)    საინფორმაციო გზავნილის სარეგისტრაციო მონაცემები

თუ დარეგისტრირდებით ჩვენს საინფორმაციო გზავნილის სამსახურში, თქვენი პირადი მონაცემები (მაგ. სახელი, მისამართი და ელ-ფოსტის მისამართი) შეინახება და დამუშავდება FRANKE-ს მიერ მარკეტინგის, სარეკლამო ან კომერციული მიზნით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება ხდება თქვენი თანხმობით ან ხელშეკრულების შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში, ჩვენ რეგულარულად გამოგიგზავნით სარეკლამო ინფორმაციას მომსახურებისა და იმ პროდუქტებთან, სერვისებთან, შეთავაზებებსა თუ ღონისძიებებთან დაკავშირებული პროდუქციის შესახებ, რომელსაც FRANKE გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მსგვასი საინფორმაციო გზავნილების მიღებაზე ნებისმიერ დროს მომავალში ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე ქვევით მოცემულ საკონტაქტო მისამართზე შეტყობინებით ან უარის თქმით გაუქმების ღილაკზე დაჭერით, რომელიც წარმოდგენილია საინფორმაციო გზავნილში. მას შემდეგ, რაც გააუქმებთ, თქვენი ელ-ფოსტის მისამართი დაუყოვნებლივ წაიშლება ჩვენი საინფორმაციო გზავნილთა განაწილების სიიდან, გარდა ასლისა გაუქმებულების ბაზაში, რომლის შენახვის კანონიერი უფლება გვაქვს, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია გარანტიის მოცემა, რომ აღარ მიიღებთ საინფორმაციო გზავნილებს.

e)    ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ შეიძლება თქვენი პერსონალური მონაცემები გავუმჟღავნოთ მესამე პირებს, რათა უზრუნველვყოთ დაცვა ან შევასრულოთ აღნიშნული კონფიდენციალობის წესები და სხვა შეთანხმებები ფრანკეს, ჩვენი მომხმარებლებისა თუ სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციის მიმოცვლას სხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებთან, თაღლითობისაგან თავის დაცვისა და საკრედიტო რისკის შემცირების მიზნით, ან ჩვენს ინტერნეტ–მაღაზიაში საბანკო ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ საგადასახადო სერვისთან შეკვეთილი პროდუქციის გადახდის დამუშავებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია პერსონალური მონაცემები წარვუდგინოთ სახელმწიფო ორგანოებს, მარეგულირებლებსა თუ სასამართლო ხელისუფლებას თუ ამას მოითხოვს კანონი ან დადგენილება. ამ სახით ინფორმაციის გაცემა შეიძლება საჭირო გახდეს სამართლებრივი ვალდებულების ან საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ან შეიძლება ეფუძნებოდეს ჩვენი ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ მსგავსი ქმედება, თუმცა ჩვენ მაინც განვაგრძობთ მონაცემთა დამუშავებას, თუ წარმოგიდგენთ მყარ ლეგიტიმურ საფუძველს, რომელიც გადასწონის თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს; ან თუ ეს განპირობებულია კანონის მოთხოვნების დასაცავად და უზრუნველსაყოფად.

4. ქუქი–ჩანაწერების გამოყენება

4.1 ზოგადი

4.2. მომხმარებელთა გამოკითხვები

ჩვენს ვებგვერდზე დროდადრო ორგანიზებულ მომხმარებელთა გამოკითხვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ჩვენ მომხმარებელთა გამოკითხვის ჩასატარებლად ვიყენებთ ფუნქციონალურ ქუქი–ფაილებს. მომხმარებელთა გამოკითხვის დროს ჩაწერილი ტექნიკური ინფორმაცია და ვებგვერდის სტუმრობისას ჩაწერილი ინფორმაცია ერთმანეთის იდენტურია (იხილეთ მაღლა). მომხმარებელთა გამოკითხვის დროს თქვენ მიერ დაფიქსირებული პასუხები არ მიებმება თქვენს ისეთ პირად მონაცემებს, როგორიცაა IP–მისამართი. 

5. მესამე პირების სერვისები ან კონტენტი ჩვენს ვებგვერდზე

ჩვენ უზრუნველვყოფთ მესამე პირების სერვისებსა და/ან კონტენტს ჩვენს ვებგვერდზე. როცა თქვენ სარგებლობთ მესამე პირების სერვისებით ან როცა მესამე მხარის კონტენტს გიჩვენებთ, ტექნიკური მიზნებით მონაცემები მიმოიცვლება თქვენსა და შესაბამის პროვაიდერს შორის. FRANKE არ აკონტროლებს მესამე მხარეების მიერ ორგანიზებულ არც ვებგვერდებს, არც მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამ ვებგვერდების მომწოდებელი მესამე მხარეების მიერ კონფიდენციალობის პრაქტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს FRANKE-საგან, ამიტომ არ შეგვიძლია რაიმე სახის გარანტიები შეგიქმნათ მესამე მხარის ვებგვერდებთან დაკავშირებით. გთხოვთ გაეცნოთ ამ წესებს, სანამ რაიმე სახის პეროსნალურ მონაცემებს წარუდგენთ ამ ვებსაიტებს.

აღნიშნული სერვისებისა და კონტენტის შესაბამისმა მომწოდებელმა შეიძლება თქვენი მონაცემები პირადი დამატებითი მიზნებისათვის დაამუშავონ. ჩვენთვის ცნობილი მონაცემების გათვალისწინებით, დავამუშავეთ სერვისები და პროვაიდერების კონტენტი, რომლებიც ამუშავებენ მონაცემებს პირადი მიზნებისათვის ისე, რომ ნებისმიერი შეტყობინება სხვა მიზნებისათვის, ვიდრე მათი სერვისების ან კონტენტის წარდგენა ჩვენს ვებგვერდზე, იბლოკება, ხოლო შეტყობინება ინსტალირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ გამოიყენოთ შესაბამისი სერვისი. თუმცა, ვინაიდან ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარის მიერ შეგროვილ და დამუშავებულ მონაცემებს, არ გვაქვს შესაძლებლობა წარვადგინოთ აუცილებელი ინფორმაცია თქვენი მონაცემების ასეთი დამუშავების მასშტაბებისა და მიზნების შესახებ.

a)    ვებგვერდის ბმულები:

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ჩვენი პარტნიორი ქსელების, კომპანიონების, დილერების ან სხვა მესამე მხარეების ვებგვერდზე გადამამისამართებელ ბმულებს. აღნიშნულ ბმულებზე გადასვლისას, FRANKE-ს გვერდი ავტომატურად გამოირთვება. FRANKE არ აკონტროლებს მესამე მხარეების მიერ ორგანიზებულ არც ვებგვერდებს, არც მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამ ვებგვერდების მომწოდებელი მესამე მხარეების მიერ კონფიდენციალობის პრაქტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს FRANKE-საგან, ამიტომ არ შეგვიძლია რაიმე სახის გარანტიები შეგიქმნათ მესამე მხარის ვებგვერდებთან დაკავშირებით. გთხოვთ გაეცნოთ ამ წესებს, სანამ რაიმე სახის პეროსნალურ მონაცემებს წარუდგენთ ამ ვებსაიტებს.

b)    სოციალური ფლაგინები:

FRANKE სარგებლობს ე.წ. სოციალური ფლაგინებით (,,ღილაკებით’’), რომლებიც ეკუთვნის ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორიცაა Facebook, Google+, LinkedIn და Twitter. როდესაც სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს, ეს ღილაკები დეაქტივირდებიან ავტომატურად, ესეიგი თქვენი ჩარევის გარეშე არ გამოგეგზავნებათ შესაბამისი სოციალური ქსელებიდან მონაცემები. სანამ ამღილაკების გამოყენებას შეძლებთ, უნდა გააქტიუროთ ისინი მათზე დაწკაპუნებით. ისინი აქტიური რჩებიან, სანამ არ მოახდენთ მათ დეაქტივირებას ან წაშლით თქვენს ქუქი–ჩანაწერებს (იხ. „ქუქი–ჩანაწერები“).

მათი აქტივაციის შემდეგ დაამყარებთ პირდაპირ კავშირს შესაბამისი სოციალური ქსელის სერვერთან. ვებ–გვერდის შინაარსი სოციალური ქსელიდან გადაეცემა პირდაპირ თქვენს ბრაუზერს და ერთვება მასში ვებსაიტზე. ღილაკის გააქტიურების შემდეგ, სოციალური ქსელი იმისგან დამოუკიდებლად იღებს ინფორმაციას, ურთიერთქმედებთ თუ არა ღილაკზე. თუ შესული ხართ სოციალურ ქსელში, ქსელმა შეიძელება დააფიქსიროს ვებგვერდზე თქვენი ვიზიტი თქვენი მომხმარებლის ანგარიშზეც. სოციალური ქსელი ვერ დააფიქსირებს FRANKE-ს სხვა ვებსაიტებზე ვიზიტს, თუ თავად არ გააქტიურებთ შესაბამის ღილაკს.

თუ ხართ სოციალური ქსელის მომხმარებელი და არ გსურთ მან თქვენი ანგარიშის მონაცემებიდან ჩვენ ვებგვერდზე თქვენი ვიზიტისას მიღებული ინფორმაცია გადმოუგზავნოს ჩვენს ვებსაიტს, უნდა გახვიდეთ სოციალური ქსელიდან ღილაკების გააქტიურებამდე.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ იმ მონაცემთა მოცულობას, რომლებსაც სოციალური ქსელები აგროვებენ თავიანთი ღილაკების დახმარებით. მონაცემთა გამოყენების წესების დაცვით სოციალური ქსელები გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა მიზნითა და ოდენობით ხდება მონაცემთა შეგროვება, როგორ ხდება ამ მონაცემთა დამუშავება და გამოყენება, რა უფლებებით სარგებლობთ და რომელი პარამეტრების საშუალებით შეძლებთ დაიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა.

თქვენი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავები მიზნებისა და ფარგლების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ კონკრეტული პროვაიდერების დათქმებს კონფიდენციალურობის თაობაზე, რომელთა სერვისებსა და /ან მასალასაც გთავაზობთ და რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა თქვენი მონაცემების დაცვის კონტექსტში.

6. მესამე მხარის ვებ–დამმუშავებლები

ჩვენ არ ვაწვდით პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს, სანამ ამას არ მოითხოვს კონტრაქტის შესრულება, თუ ნებადართულია სამართლებრივი დათქმებით ან თქვენ ხართ თანახმა. FRANKE-მ შეიძლება სხვა კომპანიებთან ან პირებთან („ვებ–დამმუშავებლები’’) დადოს ხელშეკრულება, რათა ჩვენი სახელით განახორციელონ კონკრეტული მოვალეობები. ამ დროს, შეიძლება მოგვიწიოს ვებ–რედაქტორებს მივცეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე. ჩვენი ვებ–რედაქტორები ვალდებული არიან დაიცვან პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება და ეკრძალებათ გამოიყენონ ინფორმაცია FRANKE-ს მიერ დათქმული მიზნებისაგან განსხვავებული მოტივით. დამმუშავებლების მოვალეობების ჩამონათვალი ვრცელდება ბიზნეს პარტნიორებსა თუ ქვეკონტრაქტორებზეც ტექნიკურ, შემოსავლებისა და მიწოდების სამსახურებში, საკრედიტო რისკის შემცირებისა და თაღლითობის აღკვეთის პროცესზე, ანალიტიკოს პროვაიდერებზე, ინფორმაციის მკვლევარ პროვაიდერებსა თუ ჯგუფურად დამუშავების პროცესზე. მათ წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ქმედების განსახორციელებლად. კერძოდ, დამმუშავებლებს უფლება არა აქვთ სხვა მიზნებისთვის დაამუშავონ ან გამოიყენონ პერსონალური მონაცემები.

ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რათა კონტრაქტორების დახმარებით შემოგთავაზოთ პერსონალურ მონაცემთა ჩვენი რედაქტორებისთვის გასაჯაროებისაგან შესაბამისი დაცვა და გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენი ვებ–რედაქტორები იმგვარად არიან ჩართული სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ პროცედურებში, რომ არ დაირღვეს პერსონალურ მონაცემთა დამცავი კანონმდებლობა. 

7. უსაფრთხოება

FRANKE არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ფლობს იურიდიულ პირებს, ბიზნეს საპროცესო, მმართველ სტრუქტურებსა და ტექნიკურ სისტემებს, რომლებიც სცდებიან საზღვრებსაც. ამგვარად, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა იმგვარად არის შემუშავებული, რომ დაიცვას პერსონალური მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. FRANKE-s პოლიტიკაა მისცეს პერსონალურ მონაცემთა ბაზაზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ დასაქმებულებს, აგენტებს, კონტრაქტორებს, პირებსა და რედაქტორებს, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური საფუძველი ინფორმირებულობისთვის ან აქვთ წვდომა ინფორმაციასთან იმ მიზნით, რომ განახორციელონ თავიანთი მოვალეობები. FRANKE თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების დაცვის მიზნით მიმართავს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს და იცავს მანიპულაციის, დანაკარგის, განადგურებისა და მესამე მხარეების ჩარევისაგან. ტექნოლოგიურ განვითარებასთან პარალელურად ჩვენი უსაფრთხოების სისტემაც გამუდმებით უმჯობესდება.

როდესაც გვიზიარებთ ჩვენს ვებსაიტზე შესასვლელად საჭირო პაროლს (ან თავად გაძლევთ), პაროლის კონფიდენციალურად დაცვისთვის პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ჩვენი თხოვნაა არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლი.

8. მონაცემთა შენახვა

სანამ მონაცემთა შენახვის სპეციალურ პერიოდებს გაგაცნობთ, მოქმედებს შემდეგი ზოგადი წესები:

თქვენი მონაცემები დაუყოვნებლივ წაიშლება, თუ აღარ არსებობს მათი შენახვის მიზეზი ან თუ გააუქმებთ თანხმობას, ან ლეგიტიმური მიზნის არსებობისას გააპროტესტებთ მათ გამოყენებას და ჩვენ არ გაგვაჩნია უფრო მაღალი ლეგიტიმური საფუძველი. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მონაცემები უფრო მეტი ხნის განმავლობაში შევინახოთ, თუ ამას გვავალდებულებს კანონი (მაგ. საგადასახადო და კომერციული სამართლით), ან მონაცემების მოთხოვნა ხდება კანონის დებულებების განხორციელების, შესრულებისა და დაცვის მიზნით. 

9. თქვენი უფლებები და საკონტაქტო მონაცემები

ევროპის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაციითა და მსგავსი კანონმდებლობის საფუძველზე, თქვენ შეიძლება განახორციელოთ ჩამოთვლილი გარკვეული ან ყველა უფლება, როგორიცაა:

1. მოითხოვოთ (I) ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვისა და (II) მასზე წვდომის შესახებ და/ან თქვენი პერსონალური მონაცემების ასლების შენახვაზე, მათ შორის დამუშავების მიზნებზე, პერსონალურ მონაცემთა შერჩეულ კატეგორიებზე და როგორც მონაცემთა მიმღების, ისე სავარაუდო შენახვის პერიოდების შესახებ;

2. მოიითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების რედაქტირება, წაშლა ან შეზღუდვა, მაგ. რადგან (I) თვლით არ არის სრულყოფილი ან სწორი, (II) არ არსებობს ის მიზეზი, რის გამოც შეგროვდა, ან (III) აღარ არსებობს თანხმობა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა მონაცემთა დამუშავება;

3. უარი თქვათ მოგვაწოდოთ მონაცემები და – თანხმობის გახმობამდე შესრულებულ მონაცემთა დამუშავების მოქმედებებზე ზეგავლენის გარეშე – ნებისმიერ დროს გაიხმოთ თქვენი თანხმობა პეროსნალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ;

4. გადადგათ სამართლებრივი ნაბიჯები თქვენი უფლებების პოტენციურ ხელყოფასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, ასევე შეიტანოთ სარჩელი კომპეტენტურ მონაცემთა დამცავ ორგანოში;

5. მოითხოვოთ (I) თქვენ მიერ გადმოცემული პირადი მონაცემების მიღება და გამოყენება სტრუქტურირებულ, საყოველთაოდ მიღებულ და ელექტრონულად აღქმად ფორმატში და (II) გადასცეთ ეს მონაცემები სხვა მაკონტროლებელს ჩვენი მხრიდან ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე; თუ ტექნიკურად შესაძლებელია, თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ ეს პირადი მონაცემები პირდაპირ გადავუგზავნოთ სხვა მაკონტროლებელს.

გასაჩივრების უფლება:

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაჩივრების უფლება თქვენი მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით, რომ თქვენი პირადი მონაცემები არ გახდეს დამუშავების ობიექტი. აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. თქვენ მიერ წარმოდგენილი ფაქტების შეფასების შედეგად ჩვენ შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას ან წარმოგიდგენთ მყარ ლეგიტიმურ საფუძვლებს პროცესის უწყვეტად გასაგრძელებლად.

 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროდადრო განვაახლოთ და შევცვალოთ კონფიდენციალურობის დაცვის პირობები, რათა ავსახოთ თქვენი პირადი მონაცემების დაცვის საშუალებების ცვლილება ან შევუსაბამოთ კანონმდებლობის ახალ მოთხოვნებს. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, განახლებულ კონფიდენციალურობის დაცვის წესებს გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან საჩივარი ჩვენ მიერ ამ კონფიდენციალურობის წესებთან შესაბამისობის დაცვასთან დაკავშირებით, ან გსურთ მითითებული უფლების გამოყენება, გთხოვთ შეგვატყობინეთ შემდეგნაირად:

FRANKE-ს პუბლიკაციის გამოსასვლელი მონაცემები ხელმისაწვდომია აქ.

გაამახვილეთ ყურადღება: მონაცემთა დაცვის კოორდინატორი

 

ან ელ–ფოსტით მისამართზე: placeholder_imprint_email

 

2018 წლის მაისი